შავკანიანებთან ჩხუბის მიზეზები: მედიის ვერსიები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივები აცხადებენ, რომ გამოექომაგნენ ბავშვებს, რომლებსაც სპორტულ მოედანზე არ უშვებდნენ

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. შავკანიან მამაკაცებსა და ადგილობრივებს შორის თბილისში მომხდარი ჩხუბის მიზეზის რამდენიმე ვერსია გაჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე ჯოხებით შეიარაღებული რამდენიმე გააფთრებული მამაკაცი თავდაპირველად აფროამერიკელების სპორტული მოედნიდან გაძევებას იწყებს, სადაც ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ, ხოლო შემდეგ – მათ ცემას. დაშავებულები მიიჩნევენ, რომ ინციდენტი რასობრივი კუთვნილების გამო მოხდა. 

„აქ გუშინ ფეხბურთს ვთამაშობდით. ჩვენ გარდა, აქ არავინ ყოფილა. ერთმა მამაკაცმა მოითხოვა, რომ ტერიტორია დაგვეტოვებინა. ჩვენ ვიკითხეთ,- რატომ, და ერთად თამაში შევთავაზეთ. ამაზე ისინი გაბრაზდნენ. ასეთი მიდგომა არასწორია. რადგან ჩვენ ადამიანები ვართ და კანის ფერის გამო არ უნდა გამოგვარჩიონ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვიხდით გადასახადებს და კანის ფერის გამო არ უნდა შეგვავიწროვონ. ეს არასწორია“, — განაცხადა ბენჯამინ თეიდიმ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

სხვა ვერსიაზე საუბრობს ჩხუბის ერთ-ერთი უშუალო მონაწილე, გიორგი ჯიქურაშვილი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
თბილისში შავკანიანი მამაკაცები სცემეს - თვითმხილველის ვიდეოკადრები

„უბრალოდ შევედი და ვკითხე — რამდენი ხანი უნდა ეთამაშათ, იმიტომ რომ ბავშვებსაც უნდოდათ თამაში. ერთმა ხელი მკრა. ის ყველაზე აგრესიული იყო. მომეჩვენა და ასეც იყო, რომ ბავშვები აწყენინეს. მსგავსი შემთხვევები სტადიონზე ადრეც მომხდარა“, — იხსენებს ჯიქურაშვილი.

მეზობლების ნაწილი ამტკიცებს, რომ ჩხუბის მიზეზი ნიგერიელი სტუდენტების აგრესიული ქცევა გახდა.

„ბავშვებს უნდოდათ თამაში სტადიონზე. მთელი დღე თამაშობდნენ უცხოეთის მოქალაქეები და არ უშვებდნენ ბავშვებს. ერთმა თავშიც წამოარტყა. ამის შემდეგ მეზობლები მივიდნენ და მოთამაშეებმა აგრესია დაიწყეს, ხელი კრეს მეზობელს. ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მზია ბექაურმა.

შსს-მ „ძალადობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და თვითმხილველები დაკითხა. აღნიშნულ ინციდენტზე დაკავებული არავინაა.


ყველა ახალი ამბავი
0