დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა: ცნობილია საქმის ახალი დეტალები

© FB / Levan Bakradzeდოდო გუგეშაშვილი
დოდო გუგეშაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუგეშაშვილების მისამართით ნასროლ ტყვიებზე სავარაუდო მკვლელის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. კრიმინალურმა პოლიციამ დოდო გუგეშაშვილის შვილის სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინა, განუცხადა დოდო გუგეშაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

„სამი ტყვიაა ნასროლი, ერთი რომელიც მე მესროლა, მეორე, რომელიც მისაღები ოთახის იატაკშია დავარდნილი და ეს როგორც ჩანს ჩემი ვაჟი რომ ეჭიდავებოდა მაშინ გაასროლინა სხვა მიმართულებით და მესამე ტყვია, რომელიც ჩემს ვაჟს აქვს არტერიაში მოხვერილი. ეს ნიმუში აღმოჩნდა ორ ტყვიაზე, ჩემს მიმართ ნასროლ ტყვიაზე და ჩემი ვაჟის მიმართ ნასროლ ტყვიაზე და ეს უკვე გამოძიებისთვის არის საკმაოდ კარგი მტკიცებულებაა“, — განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილის თქმით, იარაღს  რომლითაც მას და მის შვილს ესროლეს, კუსტარული მაყუჩი ჰქონდა. 

დოდო გუგეშაშვილი - Sputnik საქართველო
გუგეშაშვილი: მკვლელი რამდენიმე თვის წინ გამეცნო როგორც ვეტერანი და სახლში შემოვუშვი

„დღეს, როცა ვაანალიზებ „ვალტერი“ იყო და მე ვთვლი, რომ იყო კუსტარული მაყუჩი… 90 წლებიდან ასეთი მაყუჩები ცხინვალში მზადდებოდა, მე ამით არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემი ვარაუდით იყო კუსტარული მაყუჩი და ალბათ ეს იყოს სწორედ იმის საფუძველი, რომ მიჯრით ვერ ისროდა“, — აღნიშნა გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ  მკვლელს ორივეს მკვლელობა ჰქონდა დავალებული, მაგრამ მას მიზნის მიღწევაში ხელი კუსტარულმა მაყუჩმა შეუშალა. 

„ჩვენ გვექნება რეალური სურათი მკვლელის, მერე შემკვეთზეც გავალთ“, — განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა. 

დოდო გუგეშაშვილს 7 თებერვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა იცავს, რადგან არსებობს თავდასხმის გამეორების საფრთხე.  

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს 7 თებერვალს დაესხნენ. თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 60 წლის დოდო გუგეშაშვილი და მოკლა მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი. 

ყველა ახალი ამბავი
0