რომელი ნალექიანი ყავაა ფალსიფიცირებული - დაკავებულია ერთი პირი

© Sputnik / Levan Avlabreliყავა
ყავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარეცხი საშუალებები - Sputnik საქართველო
ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები – აჭარაში კუსტარული საწარმო გამოავლინეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფალსიფიცირებულ ნალექიან ყავა „სანტა ფეს" სხვადასხვა მარცვლეულის შერევით აწარმოებდა და დაფასოებული პროდუქტის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ახდენდა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული", — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით („ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისებრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით"), რომელიც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0