ხანძარს თბილისში პენსიონერი ემსხვერპლა

გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის გავრცელების არეალი მცირე იყო, მამაკაცი, წინასწარი ვერსიით, გაიგუდა.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისში, მოსკოვის გამზირზე ასაკოვანი მამაკაცი საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ხანძარი რუსთავში – ცეცხლი სანთლიდან გავრცელდა

უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ორშაბათ დილით გაჩნდა. დაიწვა დაახლოებით ოთხი კვადრატული მეტრი ფართობი. წინასწარი ვერსიით, მამაკაცი კვამლისგან გაიგუდა.

დაღუპულის ცხედარი ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია", რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0