ავარია ბათუმში: დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი

© FB / Zurab Pataradzeსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ბათუმში მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა  ჰოსპიტალში წაიყვანა. ექიმების თქმით, მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მომხდარზე  გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0