20:04 17 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0138
  • 100 RUB4.0173
  • USD2.6678
112

თბილისის მეტროში უბედურ შემთხვევას 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Levan Avlabreli
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1396)
69112

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის მუშაობა შეჩერებულია იმის გამო, რომ მეტროს სადგურების „დიდუბისა" და „გოცირიძის" დამაკავშირებელ მონაკვეთზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „გოცირიძე“–„დიდუბის“ ღია უბანზე მამაკაცს, რომელიც აკრძალულ მონაკვეთზე გადაადგილდებოდა, მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

„თბილისის მეტროს „დიდუბე“–„გოცირიძის“ მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა", — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

მეტროს ამ ხაზზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია და ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება.

ამჟამად მატარებლები გადაადგილდებიან მხოლოდ „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილის" მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამ დროისთვის მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1396)

მთავარი თემები