რუსთავში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Vitaly Podvitskyხელყუმბარა
ხელყუმბარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაპოვნი ნივთი ექსპერტიზაზე გადაგზავნეს

თბილისი,  25 თებერვალი — Sputnik. რუსთავში, რუსთაველის გამზირზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა, საავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რამდენიმე საათის წინ რუსთავში, რუსთაველის გამზირის N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. მათთან ერთად ადგილზე გამნაღმველებიც იმყოფებოდნენ. ისინი შემთხვევის ადგილზე უწყებაში სატელეფონო ზარის შემდეგ მივიდნენ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გორის ხარების ეკლესიაში მრევლმა ხელყუმბარა და წერილი იპოვა

შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემდეგ, ნაპოვნი ნივთი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. სამართალდამცავებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, დამზადებას, გადაზიდვას ან გასაღებას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0