ორსული ცოლის ცემისთვის მამაკაცი ციხეში გაამწესეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი საკნის გისოსზე
ხელბორკილი საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალაქ რუსთავში ორსულ ცოლზე ძალადობის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ერთ წელს ის საპატიმროში გაატარებს, ხოლო დანარჩენი ვადა ჩაეთვლება პირობითად, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაკავებული ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
თბილისში ცოლის ცემის ფაქტზე მებაჟე დააკავეს

საუბარია ინციდენტზე, რომელიც 2017 წლის დეკემბერში ქალაქ რუსთავში მოხდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მეუღლეები ყოფით თემაზე შეკამათდნენ, რომლის დროსაც ქმარმა ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მას ბრალი წარუდგინეს სსკ-ის მუხლით „ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ", რაც ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე, ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0