ქართველი ქალი სტამბულში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

© REUTERS / Osman Orsalთურქული პოლიცია
თურქული პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქული გამოცემა Millaiyet-ის ცნობით, ქალი სამი დღის წინ გაუჩინარდა და მას მისი ახლობლები ეძებდნენ.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. 50 წლის საქართველოს მოქალაქის მ. ძ.–ს ცხედარი აღმოაჩინეს დღეს, გამთენიისას თურქმა სამართალდამცველებმა სტამბულის ათაშირის რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, იტყობინება თურქული ინტერნეტ-გამოცემა Millaiyet.

გამოცემის ცნობით, ქალბატონს მანამდე სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ მისი ნათესავები.

თურქმა სამართალდამცველებმა დაღუპულის ცხედარი სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.

საქართველოს მოქალაქის დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თურქული პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს არ გამორიცხავს, ვინაიდან დაღუპულის ცხედარი საეჭვო მდგომარეობაშია აღმოჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0