კახეთში ავტოავარიამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

გამოწერა
ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავარია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ავარია რუსთაველზე: ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი, ერთი მგზავრი კი მრავლობითი მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.

გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0