კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდნენ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება „Sputnik–საქართველო" შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ავარია რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
ავარია რუსთაველზე: ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ინციდენტი კახეთის გზატკეცილზე გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0