ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით გურამიშვილის გამზირი, სადაც ავარია მოხდა, ქალაქის ერთ–ერთი გადატვირთული მაგისტრალია.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. თბილისში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. პირველი არხის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0