ქობულეთში ცოლმა ქმარი დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში მეუღლემ ქმარი ცივი იარაღით მუცლისა და ზურგის არეში დაჭრა, იუწყება „Sputnik–საქართველო" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გოგონამ ეჭვიანობის ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა

შემთხვევა ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში გუშინ, 18 თებერვალს მოხდა. 35 წლამდე მამაკაცი ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი.

„პაციენტს ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", — განუცხადა სააგენტოს საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით („მკვლელობის მცდელობა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0