სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო გაჩეხის ფაქტი დაფიქსირდა

გამოწერა
სხვა დამნაშავეების მხილების მიზნით სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში ჯგუფურად ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხერხი - Sputnik საქართველო
იანვარში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 420 ფაქტი გამოვლინდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას და რეალიზაციის მიზნით ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა.

სხვა დამნაშავეების მხილების მიზნით სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება მიმდინარეობს 210-ე მუხლის მეორე ნაწილით („ჯგუფურად ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება") და 303-ე მუხლის პირველი ნაწილით („ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0