უკრაინიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“ გამოაძევეს

© AP Photo / Peter Dejongდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიმინალურ ავტორიტეტს პაპუნას უკრაინაში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მოღვაწეობის კოორდინირება ედება ბრალად

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.  უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლებმა კიევის ობოლონსკის რაიონში „კანონიერი ქურდი“, საქართველოს მოქალაქე ზედმეტსახელად „პაპუნა“ დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, პაპუნამ უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევა უკანონოდ მოახერხა. ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ჯერ კიდევ 2017 წელს დააკავეს და გამოაძევეს ქვეყნიდან და 3 წლით უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. 

სამართალდამცველების მტკიცებით, პაპუნა რიგ ძალადობრივ დანაშაულებებთან არის დაკავშირებული. ბოროტმოქმედი 2016–2017 წლებში კიევში ცხოვრობდა, საიდანაც კოორდინირებას უწევდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების მოღვაწეობას და უკრაინაში ქარვის უკანონო მოპოვებაზე კონტოლის დაწესებას.

უკრაინიდან გამოძევებული პაპუნა საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა, ის არ დაუკავებიათ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საქართველოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია. ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი სახელწოდებით „ქურდული საზოგადოების წევრობა,“კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით  ისჯება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0