თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Lefteris Pitarakisთურქეთის პოლიცია
თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თურქმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სამი მოქალაქე სარფის საბაჟოზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა - დაკავებულია ექვსი პირი

მესაზღვრეებმა  ერთი მამაკაცი და ორი ქალი თურქეთიდან  საქართველოში მიმავალ ავტობუსში მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. ისინი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესვლა აკრძალული ჰქონდათ.

თურქულმა მხარემ ბრალდებულების საქართველოში დეპორტაცია განახორციელა.


ყველა ახალი ამბავი
0