დოდო გუგეშაშვილი: თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელია

© FB / Vakhtang Machavarianiდოდო გუგეშაშვილი
დოდო გუგეშაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოდო გუგეშაშვილმა გამოკითხვაზე მკვლელის სავარაუდო სახელი დაასახელა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ღუდუშაურის კლინიკაში თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის გამოკითხვა დასრულდა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მის ვაჟს, გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილს ესროლა, დაქირავებული მკვლელია, ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა გაავრცელა.

გუგეშაშვილის ოჯახს თავს 7 თებერვალს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა ადამიანმა გუგეშაშვილის ბინაში, დიღმის მასივში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 60 წლის დოდო გუგეშაშვილი და მოკლა მისი 33 წლის ვაჟი გრიგოლ (ნოდარ) გუგეშაშვილი. შსს-ში არ გამორიცხავდნენ, რომ მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო.

ორშაბათს ღუდუშაურის კლინიკაში, რომლის რეანიმაციულ განყოფილებაში დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი იმყოფება, კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე შევიდა. ოთხსაათიანი გამოკითხის შემდეგ ჭელიძემ განაცხადა, რომ მოწმემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია და ამჟამად აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მანქანაში - Sputnik საქართველო
დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობა: დასახელდა შესაძლო მიზეზი

„მინდა გითხრათ,  გამოძიება მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და გიდასტურებთ, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ტარდება მთელი რიგი კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი დოდო გუგეშაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმაც გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ ოჯახი თავდამსხმელს იცნობდა. მისი თქმით, ეს ადამიანი დოდო გუგეშაშვილს 2017 წლის აპრილში გაეცნო და პერიოდულად მათ სახლში მიდიოდა. სავარაუდოდ, მას „ზურა“ ჰქვია.

„დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის გვარი და სახელი. თუმცა სახელით იცნობს და ზუსტად არ იცის, ეს სახელი ნამდვილია თუ არა. რამდენჯერმე შეხვედრია, სახით იცნობს, სწორედ ამ დონეზე დაასახელა ეს ადამიანი გუგეშაშვილმა და მას ამოცნობა შეუძლია“, — აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ სავარუდო მკვლელს კარი თავად დოდო გუგეშაშვილმა გაუღო.

 „მკვლელი მივიდა მასთან სახლში და ჩვეულებრივად შევიდა, მათ ჰქონდათ ჩვეულებრივი საუბარი, მის შვილს ეძინა. ეს იყო დილა, დაახლოებით 10:00 საატი. ამ საუბრის მერე ის [დოდო] გადის სამხარეულოს გავლით საძინებელში, იღებს სიგარეტს, უკან გამოდის, და ამ დროს მას ხვდება შემართული პისტოლეტით ეს ადამიანი. გაკვირვებული დოდო ეუბნება, „რას შვრები შენ გარეწარო?“ ამ დროს ის მას [დოდოს] ესვრის“, — აცხადებს ადვოკატი. 

მისი თქმით, დოდო იმან გადაარჩინა, რომ თავდამსხმელის იარაღს სამი „ასეჩკა“ მოუვიდა. დაჭრილმა დოდო გუგეშაშვილმა დაიყვირა „ნოდარი, გაიქეცი, სახლში მკვლელია“. 

კრიმინალური პოლიცია - Sputnik საქართველო
თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე - მკვლელი იდენტიფიცირებულია

ადვოკატი ამტიცებს, რომ თავდამსხმელი დაქირავებული მკვლელი იყო.

„ეს იყო დაქირავებული ქილერი, რომელიც მიაგზავნეს, ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა და სრულიად სხვა მოტივით, რომ რაღაც საერთო საქმეს სჭირდებოდა, რაღაც საერთო ნაცნობი დაასახელა, რამდენჯერმე შეხვდა კონტაქტის დამყარების მიზნით. მან ყოველგვარი შეკამათების გარეშე უბრალოდ ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მდგარს ესროლა. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის შვილს 5 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, არის ტყუილი. ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს. გამავალი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის არეში“, — განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია და აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია. ოჯახის ახლობლები უარყოფენ, რომ შემთხვევა „მხედრიონის“ წარსულს შეუძლება უკავშირდებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0