თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გასულ ღამეს რიკოთის უღელტეხილზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, მგზავრები გადარჩნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
წინასწარი მონაცემებით, ავტობუსი საკონტროლო-გამშვები პუნქტი `სარფიდან" (საქართველო-თურქეთის საზღვარი) თბილისში მოდიოდა. ცეცხლის გაჩენის დროს ავტობუსში ოცზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მათ დროულად მოასწრეს ავტობუსიდან გამოსვლა.
ავტობუსი მთლიანად დაიწვა.