ხანძარი ფოთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშისახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი გადაურჩა, ხანდაზმული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად ხანდაზმული მამაკაცი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაიწვა ორსართულიანი სახლი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

„გამოძახებისთანავე მივედით შემთხვევის ადგილზე. სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. ხანდაზმული მამაკაცი კი გარდაცვლილი დაგვხვდა“, – განაცხადა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა, ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

როგორც „Sputnik-საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან  განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0