თბილისში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
29 წლის მამაკაცს ავტომობილი მეტროსადგურ „ნაძალადევთან“ დაეჯახა

თბილისი, 21 იანავრი — Sputnik. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა.

მეტროსადგურთან ახალგაზრდა კაცს ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით, ის ადგილზე დაიღუპა.

შსს-ში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0