თბილისში მშენებლობიდან მუშა მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

© Sputnik / Levan Avlabreliმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ერთ–ერთ მშენებლობაზე სამუშაო დღე ტრაგედიით დასრულდა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik.  შრომის ინსპექცია 26 წლის მუშის დაღუპვის საქმის შესწავლას შეუდგა, რომელიც თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში მშენებლობის მეორე სართულიდან გადმოვარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინციდენტი თემქის რაიონში მოხდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ღამით შემთხვევის პერიმეტრი დაათვალიერეს. 

მუშები - Sputnik საქართველო
Human Rights Watch–მა საქართველოში შრომითი უფლებები შეაფასა

 „ჩვენ მომხდარის ერთიანი სურათი გვაქვს, მაგრამ საჭიროა დეტალური შემოწმება. კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ არ გავსაუბრებივართ“, – განაცხადა შრომის ინსპექტორმა ზურაბ ბიძინაშვილმა.

მშენებარე ობიექტი თუ რომე კომპანიას ეკუთვნის, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2016 წელს საწარმოო ტრავმების შედეგად საქართველოში 58 ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაშავდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით,  2017 წლის დასაწყისიდან საქართველოში 36 ადამიანი დაიღუპა, სხეულის დაზიანებები კი 53–მა მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0