სამი დიდი ავტოავარია თურქეთში: დაიღუპა ექვსი, დაშავდა 78 ადამიანი

© AP Photo / Emrah Gurelსასწრაფო სამედიცინო დახმარება თურქეთში
სასწრაფო სამედიცინო დახმარება თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექვსივე მსხვერპლი მუშის პროვინციაში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა – ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. თურქეთის სხვადასხვა რეგიონში ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო სამი დიდი ავტოავარია მოხდა ავტობუსების მონაწილეობით – ექვსი ადამიანი დაიღუპა და 78 – დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Hurriyet–ზე დაყრდნობით.

ექვსივე მსხვერპლი მუშის პროვინციაში მომხდარ შემთხვევას მოჰყვა – ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავდა 24 ადამიანი.

კონიის პროვინციაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად დაშავდა 38 ადამიანი, აქედან შვიდი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.  

სივასის პროვინციაში კი ასევე ავტობუსის გადაბრუნებისას 16 ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0