აჭარაში სახელმწიფო ბიუჯეტს 390 ათასი ლარის ზარალი მიაყენეს

© photo: Sputnik / Mikhail Mordasov / გადასვლა მედიაბანკშიე. წ. რულეტკა
ე. წ. რულეტკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირთა ჯგუფი საცხოვრებელ ბინაში ე. წ. რულეტკისა და ბინგოს თამაშებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აწყობდა

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც, აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამორინე - Sputnik საქართველო
საქართველოში ონლაინ-კაზინოში თამაში შეიძლება 21 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოთ

როგორც „Sputnik საქართველოს" უწყების პრეს-სამსახურში განუცხადეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პირთა ჯგუფი, დიდი ოდენობით შემოსავლის მოგების მიღების მიზნით, საცხოვრებელ ბინაში ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშების — სათამაშო ბორბლის (ე.წ. რულეტკა) და ბინგოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.

აღნიშნული საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 390 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0