ხაშურში დაკავებულ დამნაშავეს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება

© Sputnik / STRINGERპატრულის მანქანა ქალაქ ხაშურში
პატრულის მანქანა ქალაქ ხაშურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ „აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 30 საბრძოლო ვაზნა და „რგდ"-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღო

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ხაშურის რაიონში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 43 წლის მამაკაცი სოფელ გომში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია: „აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 30 საბრძოლო ვაზნა და „რგდ"-ის ტიპის ხელყუმბარა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა") და მე-3 ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება") მიმდინარეობს და ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0