ერთი დაღუპული, ერთი დაჭრილი: თურქეთში ქართველების შეჭრა მაღაზიაში ტრაგიკულად დასრულდა

CC BY 2.0 / Maks Karochkin / IST viewსტამბულის ხედი
სტამბულის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში ოთხი ქართველი საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სტამბულში, საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, ორს კი ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi გამოცემა Milieyet-ზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღი ამოიღეს, მაგრამ იუველირმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ მიმართ ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის შედეგად, იუველირი და ერთ-ერთ თავდამსხმელი რაიბულ აბრალავა დაიღუპა. ასევე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ლევან ბელთახოძე დაიჭრა, რომელიც სავადმყოფოში გადაიყვანეს, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი დააკავეს.

შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ თურქულმა მასმედიამ გუშინ გაავრცელა.

გამოძიებით ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწიეს, მაღაზიის მახლობლად სახლი იქირავეს და მაღაზიას, ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ხშირად სტუმრობდნენ.

პოლიცია საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას ამ დრომდე აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0