ფოთში დაკარგულ შუახნის ქალს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალბატონს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები აქვს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ფოთში 54 წლის ნაზი მარშავას ეძებენ.

როგორც „Sputnik–საქართველოს" დაკარგულის მეზობელმა განუცხადა, ქალბატონი დევნილთა დასახლებაში, სახლში მარტო ცხოვრობდა. ნაზი მარშავა მარტოხელაა და მას მეზობლები პატრონობდნენ.

იმავე მეზობლის ინფორმაციით, მარშავას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, აღძრულია ძებნის საქმე და მიმდინარეობს მარშანიას სამძებრო ღონისძიებები.

ყველა ახალი ამბავი
0