ოთარ აბესაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა

© Photo: Courtesy of Otar Abesadzeოთარ აბესაძე
ოთარ აბესაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი სახლიდან გაივლის მკურნალობის კურსს და ივლის სასამართლო სხდომებზე.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე ორშაბათს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
რატომ გადაჰყავთ ოთარ აბესაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში

ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

პროკურატურამ აბესაძეს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატ ირმა ჭკადუას მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

„მას სჭირდება სხვადასხვა სპეციალიზებულ დაწესებულებებში გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარება და ამავდროულად ოპერაცია. აღნიშნული გახდა საფუძველი, რომ სასამართლოს მიეღო აბსოლუტურად საფუძვლიანი გადაწყვეტილება. მას მიეცა შესაძლებლობა სახლიდან იაროს პროცესებზე და, გარდა ამისა, ჩაიტაროს კვალიფიციური სამედიცინო გამოკვლევები. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესები იმ რეჟიმში წარიმართება, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელს არ შეუშლის”, – უთხრა ჟურნალისტებს ირმა ჭკადუამ.

საპატიმრო დაწესებულების დატოვების სანაცვლოდ აბესაძეს 10 000 ლარის გირაოს გადახდა მოუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0