მკვლელობა თბილისში – ზაჰესში ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, დაყაჩაღების დროს მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე
საპატრულო პოლიცია დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ცოლ-ქმარი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია imedi.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
მამაკაცმა ნაჯახით შვილი მოკლა, ხოლო ცოლი დაჭრა – ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

მკვლელობის მოტივზე ოჯახის ახლობლები ჯერ ვერ საუბრობენ. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაღაზიას ფლობდა, სადაც მოხდა კიდეც მკვლელობა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი დააყაჩაღეს, თუმცა უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა მაღაზიიდან.

ცხედრები ქალაქის პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მუხლებით აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0