14:32 20 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
Патрульная полиция

მუხიანში „ორი ნაბიჯის“ მაღაზია გაქურდეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (411)
56 0 0

მაღაზიიდან დიდი რაოდენობით სიგარეტი არის წაღებული

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ქურდობა დუმბაძის გამზირზე სავარაუდოდ ღამის საათებში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანამშრომლებს მაღაზია დილით გატეხილი დახვდათ. ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ კრიმინალისტები.

მაღაზიათა ქსელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წაღებულია დიდი რაოდენობით სიგარეტი.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას და ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (411)

მთავარი თემები