21:45 23 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
პოლიციის მიერ ამოღებული ხის მასალა

ახმეტაში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოვლინდა

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (227)
12 0 0

ბრალდებულს ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს საამქროდან წიფლის ჯიშის ხის 5 მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის 5 სახერხი დაზგა, ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-ე მუხლით (ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა), რაც ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (227)

მთავარი თემები