14:48 20 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
თვითმფრინავი ეშვება ნისლში

ნისლმა თბილისის აეროპორტის მუშაობა შეაფერხა

© Sputnik / Ruslan Krivobok
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (56)
53 0 0

თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა, ძლიერი ნისლის გამო ქუთაისში დაეშვა

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ძლიერი ნისლის გამო დღის განმავლობაში ექვსი თვითმფრინავი ვერ მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღის განმავლობაში თეირანი-თბილისისა და დუბაი-თბილისის რეისები გაუქმდა.

თბილისისკენ მომავალი კიდევ ოთხი თვითმფრინავი სხვა აეროპრტებში გადაამისამართეს. ორი რეისი – მოსკოვი-თბილისი და კიევი-თბილისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა, დანარჩენები — სხვა ქვეყნების აეროპორტებში.

ამ დროისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

თბილისში ღამით სინოპტიკოსები თოვლს ვარაუდობენ.


თემები:
უამინდობა საქართველოში (56)

მთავარი თემები