თბილისში ირანის მოქალაქეს 47 აბი "ბუპრენორფინი" აღმოუჩინეს

CC0 / Pixabay / stevepb / منشیات کا استعمال
منشیات کا استعمال - Sputnik საქართველო
გამოწერა
27 წლის ირანელს საქართველოში რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 47 აბი „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ან გასაღებას და ითვალისწინებს 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0