კახეთში ოთხმა პირმა პოლიციას ტროტილი, „აბრეზი" და ხელყუმბარა „აჩუქა"

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისაბრძოლო იარაღი
საბრძოლო იარაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს იარაღს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემა

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. შსს-ს კახეთის პოლიციასა და რამდენიმე რაიონულ განყოფილებაში ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონებში მცხოვრებმა ოთხმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

იარაღი - Sputnik საქართველო
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს

საბრძოლო მასალის ჩამონათვალი ასეთია: გადაჭრილი სანადირო თოფი — ე.წ. „აბრეზი", „პგ"-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, ასევე 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი მაგნიუმ 365", 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0