სამართალდამცველებმა ქუთაისში ქურდობის მცდელობა აღკვეთეს

© AP Photo / Patrick Semanskyდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 წლის ახალგაზრდას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქუთაისში ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო
კაფე „ანტრეში“ მომხდარ ქურდობაში მოზარდია ბრალდებული

გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ახალგაზრდა საცხოვრებელი სახლის გაქურდვის მცდელობისას შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მცდელობის ფაქტზე (სსსკ-ის 19-177-ე მუხლი) აღიძრა, რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას.

ყველა ახალი ამბავი
0