პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი რუსთავში შაბათს, გვიან ღამით მოხდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომელი დაშავდა შაბათს რუსთავში მომხდარი თავდასხმის შედეგად. ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, უცნობი პიროვნება თავს დაესხა და ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა თავის არეში. დაშავებული თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

შსს-ს ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, გამოიძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდახმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0