სამართალდამცველებმა შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოიღეს

© Pixabay / Pixabay / LovableNinjaპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში მაკაროვის სისტემის იარაღი ამოიღეს

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 27 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა), რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0