პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

გამოწერა
დაკავებულის ჩხრეკისას მას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბი აღმოაჩნდა

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე თბილისში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბი ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0