ძალადობის მორიგი შემთხვევა სკოლაში – რუსთავში მეცხრეკლასელ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, კლასელმა თანატოლს დაფაზე ხატვის შეწვეტა მოსთხოვა, რასაც მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
საპატრულო ეკიპაჟები და მანდატურის სამსახური - ორი უწყება სკოლების უსაფრთხოებისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი უაზრო მიზეზით დაიწყო – კლასელმა თანატოლს დაფაზე ხატვის შეწვეტა მოსთხოვა, რასაც მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თანაკლასელმა ბიჭს ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ მას სუნთქვა შეეკრა.

ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი ეკატერინე ცხვედაძე. მისი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ამჟამად მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

მომხდარ ფაქტზე საქმე სსსკ-ის 126-ე „ძალადობის" მუხლით აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0