ავეჯის მაღაზია „ბელისაში" „ლექსუსი" შევარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავეჯის მაღაზია „ბელისაში" ავტომობილი შევარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი „ლექსუსის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება.

ყველა ახალი ამბავი
0