თაობათა ტანდემი - ათწლიანი პატიმრობის „კანდიდატები" ქურდობისთვის

© Pixabay / 3839153დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარსულში ნასამართლევმა, 23 და 41 წლის დამნაშავეებმა მცხეთაში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მცხეთაში ქურდობის ბრალდებით ორი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, რომლებმაც მცხეთის სოფელ ახალუბანში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ელექტროხერხი მოიპარეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
რკინიგზის ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე რელსები მოიპარეს: დაკავებულია სამი ადამიანი

პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავეები მომხდარიდან 3 საათში, მცხეთაში დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

წარსულში ნასამართლევი, 1976 და 1994 წლებში დაბადებული ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117 მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ექვსიდან ათამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

შოთა ნოზაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0