08:18 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ

შსს: საქართველოში წელს 11 არასრულწლოვანი გააუპატიურეს

CC0 / Pixabay / isabellaquintana
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (130)
134 0 0

შსს-მ საქართველოში იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შვიდი თვის განმავლობაში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის 174 დანაშაული მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

დანაშაულის საერთო რაოდენობიდან, დაფიქსირდა 16 წლამდელთა მიმართ გაუკუღმართებული ქმედებების 31 შემთხვევა, გაუპატიურების 11 შემთხვევა, სექსუალური ხასიათის ძალადობის ხუთი ფაქტი და სექსუალური ხასიათის იძულების სამი ფაქტი.

დანარჩენ 124 შემთხვევაში სრულწლოვანმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით.

პირველი არხის მიერ შსს-დან მიღებული მონაცემების თანახმად, საქმის წარმოება 27 შემთხვევაში შეწყდა.

პედოფილია, გაუპატიურება და ნებისმიერი სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება საქართველოში მკაცრად ისჯება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ამ დანაშაულებზე რამდენიმე მუხლია.

მუხლი 137 — არასრულწლოვანის გაუპატიურება — ისჯება 10-დან 13 წლამდე პატიმრობით.

მუხლი 138 — არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება — ისჯება ათიდან 13 წლამდე.

მუხლი 139 — არასრულწლოვანის სექსუალური იძულება — ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

მუხლი 140 — გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან წინასწარი შეცნობით — ისჯება შვიდიან ცხრა წლამდე პატიმრობით.

მუხლი 141 — გარყვნილი მოქმედება 16 წლამდე ასაკის პირის მიმართ — ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (130)

მთავარი თემები