ხანძარი „გუმათჰესზე“ ლოკალიზებულია: ზეთი ისევ იწვის

© Sputnik / STRINGERПожар на ГЭС в Имерети
Пожар на ГЭС в Имерети - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ჰესის ტერიტორიაზე 18 ტონა საწვავი დაიღვარა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. იმერეთში „გუმათჰესი 2“-ზე ხანძარი ლოკალიზებულია, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ხანძარი „გუმათჰეს 2“-ის ტერიტორიაზე ოთხშაბათ საღამოს ზეთის ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ჰესის ტერიტორიაზე 18 ტონა საწვავი დაიღვარა. ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი და შვიდი ერთეული სახანძრო ტექნიკა.

„ამ წუთში ზეთი იწვის, მაშველები მობილიზებულნი არიან. ცეცხლი ლოკალიზებულია, რომ შენობას არ გადაედოს. მოსახლეობისთვის  საფრთხე არ არის. მაშველები ქაფით მუშაობენ, რადგან აქ წყალი ვერ იმუშავებს, რადგან ზეთი იწვის“, — განაცხადა ჭიღვარიამ ტელეკომპანია „იმედის“ (Imedi) ეთერში.

ამავე დროს ენერგოგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა გეგუჩაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ტრანსფორმატორის აფეთქების მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.

ვირუსისგან თავდაცვის  ზომები აერპორტ „შერემეტევოს“ ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო: როგორ მოვიქცეთ ხანძრის დროს

„წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ. თუმცა ხვალვე დაიწყებს მუშაობას სპეციალური ჯგუფი და შესაძლებელი იქნება დადგინდეს ხანძრის ზუსტი მიზეზი. ხვალვე მოხდება აფეთქებული ტრანსფორმატორის ჩანაცვლება ალტერნატიულით და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება“, — განაცხადა გეგუჩაძემ.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 187-ე მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

„გუმათჰესი 2“ — მდინარე რიონზე არსებული ორი ჰესიდან ერთ-ერთი ჰესია, რომელიც 2007 წლიდან ჩეხურ კომპანია Energo-Pro-ს ეკუთვნის. ჰესის სიმძლავრე — 22,8 მეგავატია, საშუალოწლიური გამომუშავება — 138 მილიონი კვტ/სთ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესის დანადგარები მოძველდა და შეცვლასა და რეკონსტრუქციას საჭიროებს.


ყველა ახალი ამბავი
0