16:26 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე

ქართველი მსაჯი ფოთში გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (215)
210 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯმა თავი მოიკლა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ფოთში, მალთაყვის უბანში, ზღვისპირა ზოლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს — გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუშია, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ამ დროისთვის მამაკაცის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯმა თავი მოიკლა. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ილო ტუღუში მსაჯობდა როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში. იგი 33 წლის გახლდათ.  გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. 


თემები:
შემთხვევები საქართველოში (215)

მთავარი თემები