01:02 27 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
Пожар на ГЭС в Имерети

ხანძარი „გუმათჰესზე“: მობილიზებულია 40-მდე მეხანძრე და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (614)
46 0 0

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, „გუმათჰესში“ ცეცხლი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ჰიდროელექტროსადგურ „გუმათჰესში“, რომელიც ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა, აუწყეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების სააგენტოს პრესსამსახურში. 

პრესცენტრის წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ადგილზე 40-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. არის ძლიერი დაკვამლიანება.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია ხანძრის შესახებ არ ვრცელდება.

„გუმათჰესი 2“ — ორიდან ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე რიონზე მდებარეობს. 2007 წლიდან „გუმათჰესი 2“ ეკუთვნის ჩეხურ კომპანია Energo-Pro-ს.

შოთა ნოზაძე


თემები:
შემთხვევები საქართველოში (614)

მთავარი თემები