თურქეთიდან საქართველოში 129 პნევმატური პისტოლეტი მალულად შემოიტანეს

CC BY 2.0 / poter.simon / Pistolპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-თურქეთის საზღვარზე დაკავებულს ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მამაკაცი, რომელმაც ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით თურქეთიდან საქართველოში 129 ცალი პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, საიდან ჰქონდათ თბილისში ტერორისტებს იარაღი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარფის" საბაჟო–გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სსსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს („საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა“), რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0