თურქეთის მოქალაქემ ბათუმში 996 აბი ამფეტამინი გაყიდა

CC0 / Pixabay / eliasfalla / ამფეტამინი
ამფეტამინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა 1969 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როცა მან 50,2697 გრამი ნარკოტიკული საშუალება თურქეთის მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარად მიჰყიდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშულის ბრალდებით ბათუმში თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებულის დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

სამართალდამცველებმა 1969 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როცა მან ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის 996 აბი თურქეთის მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარად მიჰყიდა, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 50,2697 გრამია.

პოლიციამ ფული და ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს, რაც მაქსიმალურ სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0