შს მინისტრი: მკვლელობაზე დაკითხული 150 კაციდან, ცოტამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი

გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისში მომხდარი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე ყველა უწყებას ერთი პოზიცია აქვს, რომ გამოძიება სწრაფად და სამართლიანად უნდა მოხდეს, — ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კვირა საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ინციდენტი, რომლის შედეგადაც თბილისში 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში — ხორავას ქუჩაზე მოხდა. 

მინისტრის თქმით, ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისჯება.

„დღეს ჩვენი საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც მოხდა თბილისში. ყველა მხარეს და სხვა უწყებებს გვაქვს ერთობლივი პოზიცია, რომ გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს და სამართლიანად", — განაცხადა მინისტრმა. 

გახარიას თქმით, მეორე ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
დასახელდა მოზარდების სისხლიანი გარჩევის მიზეზი

„მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, დაიკითხა 150 პირი, მშობლები, არასრულწლოვნები – თანამშრომლობის სურვილი მცირე ხალხმა გამოთქვა, ეს სერიოზული პრობლემაა და როგორც სჩანს ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა არ არის სწორი", — აცხადებს მინისტრი.

გიორგი გახარიას გამცხადებით, შსს-ს მოუწევს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, რათა დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები არსებობდეს.

„ამ საქმეზე დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული. ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად დაისჯება. შესაძლებელია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფებს სტატუსი შეეცვალოთ“,- განაცხადა მინისტრმა.

მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა პარასკევს მოხდა. მძიმედ დაიჭრნენ 16 წლის მოზარდები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. ამ დროისათვის ერთ-ერთი ბრალდებული დაკავებულია, მეორე იძებნება. 


 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0