უბედური შემთხვევა ფოთში – სამაცივრე საწყობში მამაკაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
40 წლამდე მამაკაცს თავზე ყინულის ყუთები დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა ფოთში — შპს „აისბერგ-ფოთში" 40 წლამდე მამაკაცს ყინულის ყუთები დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

პოლიციის ლენტა შემთხვევის ადილზე, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა ზუგდიდში - ახალგაზრდა ქალი აივნიდან გადმოვარდა

სასწრაფოს მორიგე ექიმმა თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა, თუმცა დაშავებულ მამაკაცს სასიცოცხლო ნიშნები უკვე არ აღენიშნებოდა, მან მძიმე ტვირთის დაცემის შედეგად ტრავმა თავის არეში მიიღო.

მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს შპს „აისბერგ-ფოთში" არ აკეთებენ.

ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში განაცხადეს, აღნიშულთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.


ჯემალ ღამბაშიძე

ყველა ახალი ამბავი
0