რატომ გადაჰყავთ ოთარ აბესაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში

© photo: Sputnik / Andrei Starostinმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის იმედით მოსამართლეს ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გააცნო.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ყოფილ შტატგარეშე თანამშრომელს ოთარ აბესაძეს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ორი კვირის განმავლობაში გამოკვლევები ჩაუტარდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე 11 ივლისს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ჩინოვნიკს წინასწარი პატიმრობა 14 ივლისს შეუფარდა.

გამოძიების ვერსიით, ჩინოვნიკმა 3 000 აშშ დოლარი მოსთხოვა საქართველოს მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარების სანაცვლოდ. 

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვეს

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანის გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოსამართლეს ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გააცნო.

საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძის დღევანდელი პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი არაადეკვატურია ბაბუის გარდაცვალების გამო და ითხოვს სასამართლო სხდომის გადადებას.

ოთარ აბესაძის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლით „ქრთამის აღება", რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შოთა ნოზაძე

ყველა ახალი ამბავი
0