საშინელი ხანძარი ბათუმში: სასტუმრო „ლეოგრანდი“ ოთხი საათი იწვოდა

© Sputnik / Seyran Baroyanხანძარი ლეო გრანდში
ხანძარი ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, ბატუმში ხანძრის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, დაშავდნენ საქართველოს, ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეები

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძარი, რომელმაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ლიკვიდირებულია, განაცხადა აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა მამუკა თურმანიძემ.

„ამ დროისათვის შენობაში არავინ არის, ლიფტებშიც არავინ არის, მაგრამ დათვალიერებას ვაგრძელებთ. ხანძარი ლიკვიდირებულია“, — განაცხადა თურმანიძემ.

ამ მომენტში მიმდინარეობს შენობის შემოწმება, დაკვამლიანება რამდენიმე სართულზე შეინიშნება.

იკითხეთ ასევე ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა >>>

ამ დროისათვის ძირითადი ვერსიაა — ხანძარი სპა-სალონიდან დაიწყო. თვითმხილველების განცხადებით, სასტუმროში მყოფი ადამიანების ნაწილი რესტორნის ტერასიდან სახანძრო მანქანების კალათებითა და კიბეებით ჩამოიყვანეს, ნაწილი კი სპეციალური დერეფნით გამოიყვანეს. გადარჩენილებში კონკურს „მის საქართველოს“ მონაწილე გოგონებიც არიან. კონკურსი ამ უქმეებზე ბათუმში უნდა ჩატარებულიყო.

ბოლო მონაცემებით, სულ შენობიდან მაშველებმა და პოლიციელებმა 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

ხანძარი ლეო გრანდში - Sputnik საქართველო
შს მინისტრი: ბათუმში მომხდარ ხანძარზე გამოძიება იქნება ობიექტური და ძალიან მკაცრი

სასტუმროში მყოფები ინტოქსიკაციის სხვადასხვა ხარისხით ბათუმის კლოინიკებში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის არიან თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები. ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იკითხეთ ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12 —მდე გაიზარდა >>>

ბათუმში გაემგზავრნენ შს მინისტრი გიორგი გახარია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

სასტუმროს შენობასთან იმყოფებიან სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. იქვე არიან ადამიანები, რომლებიც თავის ახლობლებს ეძებენ.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Leo Grande, რომელშიც ხანძარი მოხდა, ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელურია ბათუმში. ის 2015 წელს ზღვის სანაპიროზე პორტის მახლობლად აშენდა. 

სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გაჩნდა

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

რამდენიმე თვის წინ აჭარის ტურიზმის სააგენტომ ეს სასტურმო იმის გამო დააჯარიმა, რომ შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ არსებობდა.

ეს არ არის პირველი ხანძარი აჭარის სასტუმრო სექტორში, რომელმაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ორი წლის წინ ქობულეთში მოხდა — 2015 წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა სასტუმრო „არმაზში“, სადაც რუსთავიდან ბავშთა ფოლკლორული ანსამბლი „სიხარული 2“ დაბინავდა. ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა 45-მა ადამიანმა მოახერხა, მათგან 31 მოზარდი იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0